პირს, რომელსაც სერტიფიკაციის მიზნით ჩაუტარდა გამოცდა და არ აკმაყოფილებს აღნიშნული გამოცდის შედეგი, უფლება აქვს გაასაჩივროს მიღებული შეფასება ა(ა)იპ „საერთაშორისო საშემფასებლო აკადემიის“ სერტიფიკაციის ორგანოს სააპელაციო კომისიაში. ქვემოთ მოცემულია ა(ა)იპ „საერთაშორისო საშემფასებლო აკადემიის“ სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით დამტკიცებული აპელაციის პროცედურა.
სააპელაციო განაცხადის სერტიფიკაციის ორგანოს მიერ დადგენილი ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
1. ზოგადი მოთხოვნები
1.1 აპელაციების მართვის პროცედურა ხელმისაწვდომია ნებისმიერი მხარისათვის, მოთხოვნის შესაბამისად.
1.2 აპელაციების მიღებისას სერტიფიკაციის ორგანო პირველ რიგში არკვევს, ეხება თუ არა აპელაცია მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ჩატარებულ სერტიფიკაციის პროცესს და დადასტურების შემთხვევაში იხილავს მას.
1.3 სერტიფიკაციის ორგანო პასუხისმგებელია აპელაციების მართვის პროცესის დროს ნებისმიერ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
1.4 აპელაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიუკერძოებელი და ჩატარებული მოკვლევა არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს.
2. აპელაციების პროცედურა
2.1 სერტიფიკაციაზე გადაწყვეტილებების აპელაცია ითვალისწინებს შემდეგ პროცედურებს:
ა) სერტიფიკატის მაძიებელს კანდიდატად აღიარების ან სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგების მიმართ პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, მათი გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში უფლება აქვს სერტიფიკაციის ორგანოში წარადგინოს აპელაცია, დაგვიანებული აპელაციები არ მიიღება.
ბ) აპელაციას განიხილავს სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით შექმნილი სააპელაციო კომისია, რომელსაც აპელაცია გადაეცემა მისი მიღებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში. სააპელაციო კომისიის სხდომა მიმდინარეობს არსებული ნორმატიული მოთხოვნების შესაბამისად და სხდომის ოქმი ფორმდება წერილობით;
გ) კომისია განიხილავს აპელაციას და გამოიტანს გადაწყვეტილებას შედეგების შენარჩუნების ან კორექტირების შესახებ;
დ) სააპელაციო კომისია საქმიანობას ახორციელებს სერტიფიკაციის ორგანოს მიერ დამტკიცებული პროცედურული დოკუმენტის - „სააპელაციო კომისიის დებულების“ შესაბამისად.
2.2. აპელაციის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება სააპელაციო კომისიის მიერ აპელაციის მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში. სააპელაციო კომისია მოქმედებს კონსტრუქციულად და მიუკერძოებლად.
2.3. აპელაციის განხილვის პროცესი ხელმისაწვდომია დაინტერესებული მხარისათვის მოთხოვნის გარეშე.
2.4. სერტიფიკაციის ორგანო უზრუნველყოფს, რომ აპელაციის განხილვის პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს იმ პერსონალმა/გამომცდელმა, რომელიც დაკავშირებულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან.
2.5. კომისია უზრუნველყოფს, რომ აპელაციის განხილვა არ ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს.
2.6. აპელაციის შემომტანი აპელაციის მიღების დასტურის გაგზავნასთან ერთად ინფორმირდება სააპელაციო განცხადების შემოსვლის ნომერის, თარიღისა და სავარაუდო განხილვის ვადების შესახებ. ასევე ინფორმირდება აპელაციის მართვის პროცედურების შესახებ.
2.7. სააპელაციო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სერტიფიკაციის ორგანო ამზადებს და უგზავნის წერილობით პასუხს აპელაციის წარმდგენს აპელაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში.
3. აპელაციების განხილვის შედეგები
3.1. განხილული აპელაციების შედეგების მიხედვით ხორციელდება შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებები ხარისხის სახელმძღვანელოსა და სერტიფიკაციის ორგანოს პროცედურული დოკუმენტის - ,,მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებები” - შესაბამისად.
3.2. სერტიფიკაციის ორგანოს ხარისხის მენეჯერი მუდმივად აკონტროლებს აპელაციის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
ნებისმიერ პირს აქვს უფლება გაასაჩივროს ა(ა)იპ „საერთაშორისო საშემფასებლო აკადემიის“ სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული პირის ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე განხორციელებულ პროფესიულ საქმიანობასთან. ქვემოთ მოცემულია ა(ა)იპ „საერთაშორისო საშემფასებლო აკადემიის“ სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით დამტკიცებული გასაჩივრების პროცედურა.
საჩივრის სერტიფიკაციის ორგანოს მიერ დადგენილი ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
1. ზოგადი მოთხოვნები
1.1 საჩივარების მართვის პროცედურა ხელმისაწვდომია ნებისმიერი მხარისათვის, მოთხოვნის შესაბამისად.
1.2 საჩივრების მიღებისას სერტიფიკაციის ორგანო პირველ რიგში არკვევს ეხება თუ არა საჩივარი მის მიერ სერტიფიცირებული პირის საქმიანობას და დადასტურების შემთხვევაში იხილავს მას.
1.3 სერტიფიკაციის ორგანო პასუხისმგებელია საჩივრების მართვის პროცესის დროს ნებისმიერ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
1.4 საჩივრის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიუკერძოებელი და ჩატარებული მოკვლევა არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს.
2. საჩივრების მართვის პროცედურა
2.1 შემოსული საჩივარი შეუზღუდავად ფიქსირდება შემოსული საჩივრების აღრიცხვის ჟურნალში.
2.2 საჩივრის განხილვის პროცესი ხელმისაწვდომია დაინტერესებული მხარისათვის მოთხოვნის გარეშე.
2.3 საჩივრის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელი არკვევს, ეხება თუ არა საჩივარი სერტიფიკაციის ორგანოს პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ საკითხებს და აღნიშნულის შესაბამისად უზრუნველყოფს სასაჩივრო კომისიის ფორმირებას საჩივრის საფუძვლიანად განხილვისთვის.
2.4. საჩივარს კონსტრუქციულად და მიუკერძოებლად განიხილავს სასაჩივრო კომისია და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მაკორექტირებელი ღონისძიებების ჩატარების შესახებ. სასაჩივრო კომისიის ორგანიზაციის წესი და საჩივრის განხილვის დეტალური პროცესი მოცემულია სერტიფიკაციის ორგანოს დოკუმენტში - „სასაჩივრო კომისის დებულება“.
2.5 საჩივარის შემომტანი საჩივრის მიღების დასტურად ინფორმირდება შემოსვლის ნომერის, თარიღის და სავარაუდო განხილვის ვადების შესახებ. ასევე ინფორმირდება საჩივრის მართვის პროცედურების შესახებ.
2.6 სერტიფიკაციის ორგანოს სასაჩივრო კომისია ახდენს ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და შემოწმებას საჩივრის საგანთან დაკავშირებით.
2.7 საჩივრის ავტორს ოფიციალურად ეცნობება საჩივრის განხილვის დასრულების შესახებ.
2.8 სერტიფიკაციის ორგანო სერტიფიცირებულ პირს აცნობებს მის მიმართ არსებული იმ საჩივრების შესახებ, რომელიც ცნობილი იქნა საფუძვლიანად და განხორციელებული იქნა შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებები.
2.9 საჩივრის განხილვის პროცესი მომჩივანისა და საჩივრის ავტორის შესახებ ყოველგვარი ინფორმაცია კონფიდენციალურია მესამე პირებისთვის.
2.10 საჩივრის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ამზადებს, განიხილავს და ადასტურებს ის პერსონალი, რომელიც არ არის დაკავშირებული საჩივრის საგანთან.
2.11 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დოკუმენტში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული საფუძველი, საკანონმდებლო ნორმა და ამ დოკუმენტის შესაძლო გასაჩივრების ვადების, საჩივრის მიმღები ორგანოს დასახელება და მისამართი.
3. საჩივრების განხილვის შედეგები
3.1 განხილული საჩივრების შედეგების მიხედვით ხორციელდება შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებები ხარისხის სახელმძღვანელოსა და პროცედურის ,,მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებები“ - შესაბამისად.
3.2 ხარისხის მენეჯერი მუდმივად აკონტროლებს საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.