განაცხადიINTERNATIONAL VALUATION ACADEMY
პროფესიული შეფასების ახალი სტანდარტი
განათლება, მიუკერძოებელი სერტიფიცირება და პროფესიული განვითარება შემფასებლებისთვის.
ცოდნა, რომელიც პროფესიულ ნდობას ქმნის.
საერთაშორისო საშემფასებლო აკადემია — IVA არის პროფესიული განათლებისა და სერტიფიცირების ორგანიზაცია, რომელიც შემფასებელთა კომპეტენციის განვითარებას, გამჭვირვალე შეფასებასა და საერთაშორისო პრაქტიკის დამკვიდრებას ემსახურება.
ჩვენ ვაერთიანებთ აკადემიურ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას. პროგრამები ფარავს უძრავ და მოძრავ ქონებას, ბიზნესსა და არამატერიალურ აქტივებს. სერტიფიცირების პროცესი აგებულია მიუკერძოებლობის, პროფესიული ეთიკისა და უწყვეტი განვითარების პრინციპებზე.
ჩვენი მიზანია საერთაშორისო და ევროპული საშემფასებლო სტანდარტების პოპულარიზაცია საქართველოში და რეგიონში.
გამჭვირვალე პროცესი
კვალიფიკაციიდან პროფესიულ აღიარებამდე
- 01განაცხადი
ფორმისა და მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენა.
- 02წერითი გამოცდა
თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული ამოცანების შეფასება.
- 03ზეპირი ეტაპი
პროფესიული კომპეტენციისა და ანგარიშების განხილვა.
- 04სერტიფიკატი
წარმატებული კანდიდატის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.